მსოფლიოში 5 ყველაზე მისტიკური ადგილი, სადაც მოხვედრა მხოლოდ საგანგებო ნებართვით შეიძლება

მსოფლიოში 5 ყველაზე მისტიკური ადგილი, სადაც მოხვედრა მხოლოდ საგანგებო ნებართვით შეიძლება

იტალიაში, ვენეციასთან ახლოს მდებარე კუნძული პოველია მოჩვენებებითა და მისტიკური ისტორიებით არის ცნობილი. ყველაფერი ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს დაიწყო, როდესაც კუნძულზე დაავადებული ადამიანები გადმოყავდათ, რათა მათი იზოლირება მომხდარიყო და ეპიდემია არ გავრცელებულიყო.

მეთოთხმეტე საუკუნეში კუნძულზე შავი ჭირის ეპიდემიის დროს, დაავადებული ვენეციელები გადმოჰყავდათ, სადაც ისინი საშინელი ტანჯვა-წამებით ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს. მიცვალებულებს წვავდნენ და საერთო ორმოში ყრიდნენ, რის გამოც, გავრცელებული ხმების მიხედვით, კუნძულის ნიადაგი ნახევრად ადამიანის ფერფლისგან შედგება. საერთო ჯამში, კუნძულზე 160 000 ადამიანი დაიღუპა. 1922 წელს პოვეგლიაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნეს და სწორედ მაშინ დაიწყო ნამდვილი კოშმარი - პაციენტები აუტანელ თავის ტკივილებს უჩიოდნენ, ხოლო ღამ-ღამობით ისინი დაღუპული ადამიანების სულებს ხედავდნენ.

ლასკოს გამოქვაბული, რომლის კედლებიც ცხოველებისა და ადამიანების უცნაური ნახატებით იყო დაფარული 1940 წლის 12 სექტემბერს, ფრანგმა სკოლის მოსწავლეებმა აღმოაჩინეს. თვითონ გამოქვაბული არც თუ ისე დიდი ზომისაა, მისი ფართობი დაახლოებით 250 მეტრია, ხოლო საშუალო სიმაღლე 30 მეტრს უტოლდება.  1940 წლის 27 დეკემბერს ლასკოს გამოქვაბული კლასიფიცირებული იყო, როგორც ისტორიული ძეგლი, ხოლო 1979 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა რიცხვში შევიდა.

ნიჰაუ - ჰავაის აკრძალულ კუნძულად ითვლება, რადგან მასზე სტუმრობა ჰავაის მოსახლეობის ნაწილს აკრძალული აქვს. ამჟამად, კუნძულზე დაახლოებით, 250 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე არ არსებობს მაღაზიები, რესტორნები, ავტოსტრადები, მანქანები და სასტუმროები. ადამიანები კუნძულზე მხოლოდ ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდებიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ კუნძულზე სტუმრობა შეზღუდულია, მასზე მოხვედრა მხოლოდ მოწვევითაა შესაძლებელი. ამისთვის სპეციალური მოსაწვევი კუნძულის რომელიმე მოსხალემ უნდა გამოგიგზავნოთ, ან რობინსონის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რომლებმაც კუნძული 1863 წელს შეიძინეს.

ისეს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იაპონიაში მდებარეობს, 100-ზე მეტი შენობისგან შედგება. მონასტერი უკვე 2000 წელიწადზე მეტხანს არსებობს, ღვთისმსახურება აქ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან იმართება. მონასტრის მთავარ სიწმინდედ მითოლოგიური სარკე ითვლება, რომელიც ღმერთებმა ქვეყნის პირველ იმპერატორებს აჩუქეს. ყველაზე ძველ კომპლექსში შესვლა, სადაც ზემოთ ხსენებული სარკე ინახება იმპერატორის ოჯახის წევრების გარდა არავის შეუძლია.

მეტროს საიდუმლო მიწისქვეშა სისტემა რუსეთში, სტალინის მმართველობის პერიოდში აიგო და კოდურ სახელწოდებას - "Д-6 КГБ" ატარებდა. ამბობენ, რომ "მეტრო-2"-ს დღემდე სპეციალური სამმართველო და თავდაცვის სამინისტრო მართავს. გავრცელებული ხმების მიხედვით, "მეტრო-2"-ის სიგრძე საზოგადოებრივი მეტროს სიგრძეს აჭარბებს. როგორც ამბობენ, მას 4 გვირაბი აქვს, რომელიც თითქოსდა მიწის ქვეშ 50-200 მ სიღრმეზე მდებარეობს. მეტრო აკავშირებს კრემლს "ეფ-ეს-ბეს" მთავარ ოფისთან, ვნუკოვოს სამთავრობო აეროპორტთან და სხვა ნაციონალური მნიშვნელობის ადგილებთან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს