2014 წლის 22 სექტემბერს, კომპანია "ჩაინა ნუქლეარ ინდასთრი 23 ქონსთრაქშენ" (China Nuclear Industry 23 Construction)-დან დაკარგული 120 ლიტრი დიზელის საწვავის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ვანიკო ვ-შვილი დააკავეს. ეჭვმიტანილი კომპანიაში დარაჯად მუშაობდა.
23 სექტემბერს სასამართლომ მას გირაო, 2000 ლარი შეუფარდა. სასამართლო პროცესზე, პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა მოპარული საწვავით, კომპანიას 252 ლარის ზარალი მიაყენა.
გორის პოლიციამ დაკავებულს ნივთმტიცება, მოპარული დიზელი საკუთარ მანქანაში აღმოუჩინა. კომპანიის ერთ-ერთი ობიექტი გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.