სექსუალური დემონები, რომლებსაც მძინარე ადამიანებთან აქვთ სექსი

სექსუალური დემონები, რომლებსაც მძინარე ადამიანებთან აქვთ სექსი

საუკუნეების განმავლობაში არსებობს ლეგენდები ე.წ. სექსუალური დემონების შესახებ. მათი სახელები სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიებში განსხვავებულია,  ყველაზე მეტად გავრცელებული ინკუბუსი და საკუბუსია.

ლეგენდებს თუ დავუჯერებთ, ინკუბუსი მამრობითი სქესის დემონია, რომელიც მძინარე ქალებთან წვება და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებს, ხოლო საკუბუსი მდედრობითი სქესის დემონია და კავშირს მამაკაცებთან ამყარებს. ხალხში გავრცელებული ხმების მიხედვით,  დემონები ადამიანის სექსუალური ენერგიით იკვებებიან.

როგორც ცნობილია, ამ არსებებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების დროს, ადამიანი დიდ სიამოვნებას განიცდის. ინკუბი და სუკუბი ხშირად იმ სახეს იღებენ, ვისთან სექსუალური კავშირის დამყარებაც მათ მსხვერპლებს სურთ, თუნდაც, არაცნობიერად. საკუთარი ზებუნებრიობის გამო, ისინი ადამიანებისთვის იდეალურ სექსუალურ პარტნიორებად იქცევიან ხოლმე.

მითოლოგიის მიხედვით, ინკუბებს და სუკუბებს ქალების განაყოფიერებაც შეუძლიათ. ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები იბადებიან.

მომზადებულია listverse.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს