სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა

სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა

სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ახლობლებმა დაადასტურეს. ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე-6 დაღუპულია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდაა წასული, მათ შორის 16 - 18 წლის ბავშვებიც.

შეგახსენებთ, 2014 წლის თებერვალში, სირიაში, ქალაქ ალეპოში საბრძოლო შეტაკებების დროს ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო. რუსლან მაჩალიკაშვილი საქართველოდან 2000 წელს თურქეთში წავიდა, რამდენიმე წელიწადში კი სირიაში გადავიდა.

2013 წლის ოქტომბერში სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის თავისუფალ არმიას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 24 წლის ხალიდ აჭიშვილი დაიღუპა. ხალიდ აჭიშვილი ბოლო წლებში პანკისის ხეობიდან თავშესაფრის მოთხოვნით ავსტრიაში წავიდა, სადაც იქაური მოქალაქეობა მიიღო.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა