5 შვილის დედა, რომელსაც "სტრიებიანი" მუცლის გამო საჯაროდ დასცინეს, ინტერნეტსენსაციად იქცა

5 შვილის დედა, რომელსაც "სტრიებიანი" მუცლის გამო საჯაროდ დასცინეს, ინტერნეტსენსაციად იქცა

ერთხელ კანადელმა ქალბატონმა ტანის ჯეკ-ბლეიკმა პლაჟზე ღია კოსტიუმით გარუჯვა სცადა. ჩანაფიქრის შესრულებაში ძალიან უსიამოვნო შემთხვევამ შეუშალა ხელი - გვერდით მყოფმა ახალგაზრდებმა ხმამაღლა დასცინეს 5 შვილის დედის "სტრიებით" დაღარულ სხეულსა და მოშვებულ მუცელს. სახლში მისულმა ტანისმა ამ ახალგაზრდებს "ფეისბუქით" ღია წერილი მისწერა, ძალიან მალე ეს წერილი ინტერნეტ-სენსაციად იქცა და უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ ამ წერილს, რომელმაც დედის სხეული საზოგადოებას სულ სხვა თვალით დაანახა.

"ეს ღია წერილი ორ ახალგაზრდა ბიჭისა და ერთი გოგონას სახელზეა, რომლებსაც დღეს ალბერტის პლაჟზე გადავეყარე.

ჩემო ძვირფასებო, ძალიან ვწუხვარ, რომ 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემმა პირველმა მცდელობამ, ხალხის თვალწინ გავრუჯულიყავი, შოკში ჩაგაგდოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მუცელი გლუვი და ხავერდოვანი არ არის, ვწუხვარ, რომ დანაოჭებულია, მაგრამ საერთოდ არ ვწუხვარ, რომ ჩემმა სხეულმა ატარა, გაზარდა, დაიცვა, დაბადა და გამოკვება ხუთი არაჩვეულებრივი, ჯანმრთელი, ჭკვიანი და შესანიშნავი ადამიანი. ძალიან ცუდი, თუ ჩემმა, 33 წლის ქალის 57-კილოგრამიანმა სხეულმა ისე გაგახალისათ, ჩემკენ თითს იშვერდით და ხარხარებდით. იცით, რას ვფიქრობდი თქვენი უნაკლო სხეულების შემხედვარე? "ჯერ მათ არაფერი დიდებული არ ჩაუდენიათ".

მე ამაყად მეჭირა თავი და ასევე ამაყად გაგიარეთ წინ სიცილისგან სუნთქვაშეკრულებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. გზაში კი მწარედ ავტირდი...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს