ძაღლმა პატრონს სიმსივნე აღმოუჩინა

ძაღლმა პატრონს სიმსივნე აღმოუჩინა

ინგლისის ქალაქ პორტსმუტში ოთხი წლის ლაბრადორი სახელად მისი, მისი პატრონის, 48 წლის ელისონ პაუელის მკერდს რამოდენიმე თვის გამავლობაში ეხებოდა. შინაური ცხოველის უჩვეულო ქცევის გამო, ქალმა ექიმთან კონსულტაციაზე მისვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მას სარძევე ჯირკვლების კიბოს საწყისი სტადია აღმოაჩნდა.

პაუელის თქმით, თავიდან იგი ფიქრობდა, რომ ძაღლი ასე მხოლოდ ყურადღების მიქცევის მიზნით იქცეოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, მისი ოთხფეხა მეგობარი დეპრესიაში ჩავარდა და კვებაზეც უარი თქვა. თავიდან ქალმა ლაბრადორის ვეტერინართან მიყვანა გადაწყვიტა, თუმცა მას განუცხადეს, რომ ძაღლი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ამის შემდეგ ელისონმა საკუთარი ჯანმრთელობის შემოწმება გადაწყვიტა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ექიმებმა კიბოს დაავადება.

"მე ვერც კი ვიჯერებდი, როდესაც გავიგე, რომ მისიმ სიკვდილისგან მიხსნა", - აღნიშნა ქალმა. მკერდის ოპერაციის და გამოჯანმრთლების შემდეგ, მისის ისევ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს