ადამიანები, რომლებიც 22 წლის ასაკში უკვე მილიონერები იყვნენ

ადამიანები, რომლებიც 22 წლის ასაკში უკვე მილიონერები იყვნენ

ადამიანების უმეტესობა 22 წლის ასაკში მხოლოდ უნივერსიტეტის დასრულებას ახერხებს.

გთავაზობთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც ამ ასაკში მილიონერები გახდნენ.

1. მარკ ცუკერბერგი - სოციალური ქსელი ფეისბუქი

ეს ადამიანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საშუალო ფენის ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდა მრავალმილიონიანი ბიზნესის სათავეში მოხვდეს. ცუკერბერგი ფეისბუქის აქციების მნიშვნელოვან ნაწილს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით სამ მილიარდ დოლარს უდრის. ყველაფერი კი ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო, როდესაც მან საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ოთახში სოციალური ქსელი შექმნა, რომელიც თავიდან მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. ამჟამად, ფეისბუქი რიგით მეექვსე საიტია მსოფლიოში, რომელზეც ყოველდღიურად 70 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

2. ჯოშუა ძიაბიაკი - ონლაინ ბილეთების გაყიდვა

2005 წელს, 18 წლის ასაკშო ჯოშუა ძიაბიაკმა საკუთარი ჰოსტინგ კომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა სხვადასხვა საიტებისთვის. მილიონი დოლარით, რომელიც ჯოშუამ კომპანიის გაყიდვიდან აიღო, მან ახალი მერსედესი და პლაზმური ტელევიზორი შეიძინა, ხოლო დარჩენილი თანხის დაბანდება ახალ ინტერნეტ საიტში გადაწყვიტა. ვებსაიტი საკონცერტო დარბაზებს, კოლეჯებს, კულტურულ ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებს ონლაინ ბილეთების გაყიდვაში ეხმარება. 2009 წელს ჯოშუამ მოახერხა 1 მილიონი ინვესტიციის მოპოვება, ხოლო მისი კომპანია 2.75 მილიონ დოლარად ფასდებოდა. ძიაბიაკის მიერ შექმნილ საიტს ყოველწლიურად 9 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს.

3.ფრეიზერ დოერტი - ჯემის წარმოება და გაყიდვა

2002 წელს, 14 წლის ასაკში ფრეიზერმა სამზარეულოში, ბებიის რეცეპტის მიხედვით, ჯემის დამზადება დაიწყო. მაშინ მის კლიენტებს ძირითადად კლასელები და მეზობლები შეადგენდნენ. 16 წლის ასაკში მურაბის გაყიდვები იმდენად გაიზარდა, რომ ახალგაზრდა იძულებული იყო სკოლა დაეტოვებინა, რათა ჯემის კეთებისთვის მთელი დღეები მიეძღვნა. 2009 წელს მისმა ბიზნესმა 1,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის, Superjam-ის გაყიდვები თვეში 50,000 ქილას უდრის და ხოლო მისი ქონება 1დან 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს