სოფელი გზის, შუქისა და პირველკლასელის გარეშე - სურების ხეობა დახმარების მოლოდინში

სოფელი გზის, შუქისა და პირველკლასელის გარეშე - სურების ხეობა დახმარების მოლოდინში

დიდივანი, შუა სურები, ზემო სურები, ტობახჩა-თავსურები, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური - სურების ხეობის სოფლის მოსახლეობა 25 სექტემბერს საერთო სახალხო ყრილობაზე შეიკრიბა.

უშუქობა და უგზოობა - ეს ის მთავარი პრობლემებია, რომელიც ხეობის მცხოვრებლებს აწუხებთ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

"ჩვენ გვინდა აქ დაბრუნება, გვინდა აქ ცხოვრება, მაგრამ ამ პირობებში ეს შეუძლებელია. უგზოობა და უშუქობა სწორედ ის მიზეზებია, რის გამოც სოფლიდან ძალიან დიდია მიგრაცია, - აღნიშნეს თბილისში მცხოვრებმა სურებლებმა, რომელთა ნაწილი მზადაა, გზის გაკეთების შემთხვევაში, სოფელში დაბრუნდეს.

"29 მოსწავლე სწავლობს სურების სკოლაში. წელს პირველკლასელიც კი არ გვყავს. შუქი რომ მოდის, ახალი წელი გვგონია, ისე გვიხარია. დიდი ხანია, სოფელს საკუთარი ჰესი აქვს, თუმცა, მწყობრიდან არის გამოსული და წელიწადში სულ ერთი თვის განმავლობაში გვაქვს შუქი. არა მგონია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი სოფელი იპოვოთ. რა გახდა ელექტრო ხაზების გამოყვანა ჩვენს სოფელში" - აღნიშნეს სურებლებმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა