ვერძი
კარგი დღეა მგზავრობისთვის, როგორც ქალაქგარეთ სასეირნოდ, ასევე, საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და მხიარულება გელით.
კურო
ნოსტალგია შემოგაწვებათ და ძველი მეგობრების დიდი ხნის უნახავი ნათესავებისა და ახლობლების მოკითხვა-გახსენება მოგინდებათ. მზად იყავით იმისთვის, რომ მოგონებები მხოლოდ სასიამოვნო არ იქნება.
ტყუპი
კარგი დღეა ოჯახური საქმეების შესასრულებად. განსაკუთრებით შინაურული დღესასწაულების მოსაწყობას. მოამზადეთ გემრიელი კერძი, დესერტი; მოიგონეთ ახალი გასართობი. თავადაც გამხიარულდით და არც გარშემო მყოფები მოაწყინოთ.
კირჩხიბი
უამრავი იდეა დაგებადებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას განხორციელებას დღესვე ვერ შეძლებთ. თან იქონიეთ ბლოკნოტი, პლანშეტი, რათა ყველაფერი ჩაინიშნოთ და უახლოეს მომავალში განახორციელოთ.
ლომი
დილით სამსახურის საქმეების შესრულება მოგიწევთ. შეიძლება საქმიანი შეხვედრებიც დაგეგმოთ. საღამო კი მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
დღეს სამსახურის საქმეებსაც უნდა გამოეთიშოთ და საოჯახოსაც. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, დასვენებას. მთავარია, აზარტულ გასართობებში არ ჩაერთოთ.