მოტკეცილმა შარვლებმა შესაძლოა, უშვილობა გამოიწვიოს - ვიწრო ჯინსების საფრთხეები და დისკომფორტი

მოტკეცილმა შარვლებმა შესაძლოა, უშვილობა გამოიწვიოს - ვიწრო ჯინსების საფრთხეები და დისკომფორტი

ვიწრო, მოტკეცილი შრვლები წინა კვირას სერიოზული განხილვის თემა გახდა. ახალი "აიფონ 6", თურმე მოტკეცილი შარვლის ჯიბეში იღუნებოდა. გარდა იმისა, რომ ასეთი შარვლებით თქვენს სმარტფონებს ცუდ დღეში ამყოფებთ, ასევე გაირკვა, რომ ვიწრო შარვლები მამაკაცებში იწვევენ სპერმის უკმარისობას, საშარდე გზების ინფექციებს და სათესლე ჯირკვლების დაკლაკვნას.

ამასთან, ვიწრო შარვლები შეიძლება გახდეს შარდის ბუშტის სისუსტის და სოკოსებრი ინფექციის მიზეზი.

გარდა იმისა, რომ ვიწრო შარვლები საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობა, მას სხვა დისკომფორტებიც ახლავს თან. მაგალითად, ასეთი შარვლებით რთულია ველოსიპედის ტარება. თითქმის შეუძლებელია საფულის მოთავსება, რადგან სიარულისას საფულე ჯიბიდან ამოდის და ამას გარდა მოტკეცილი შარვალი უშნოდ გამობერილ მონაკვეთს აჩენს. ასევე რთულად ეწყობიან მოტკეცილი შარვალი და წინდები, რადგან თუ სქელია წინდა, შარვლის შიგნით მისი ფორმა იკვეთება და შარვლის ტოტების აწევა - ჩამოწევისას წინდაც იჩაჩება.

ძნელია ვიწრო შარვლების გახდა. მუხლს ქვევით მის გამოძრობას სერიოზული ძალისხმევა ჭირდება. ასეთია სავარაუდო შედეგები ვიწრო შარვლების ტარების, თუმცა არასოდეს დაგავიწყდეთ - ყოველთვის ჩაიცვით ის, რაშიც თავს კომფორტულად და ლამაზად გრძნობთ!

მოზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს