"თარხანს ბინ ლადენის ადგილზე მოიაზრებენო. ღმერთო დაიფარე მაგისგან" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბათირაშვილის მამასთან

"თარხანს ბინ ლადენის ადგილზე მოიაზრებენო. ღმერთო დაიფარე მაგისგან" - ექსკლუზიური ინტერვიუ ბათირაშვილის მამასთან

სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების ერთ-ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა შავ სიაში შეიყვანა, 28 წლის არის.

ბათირაშვილი 2008 წელს, ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადაცემდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. იმავე წელს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბათირაშვილი პატიმრობიდან 2012 წლის იანვარში ამნისტიის შედეგად, სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვით ადრე გათავისუფლდა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველო დატოვა. ჯიჰადისტი მეთაური 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა ჩრდილოეთ სირიაში და სათავეში უდგას ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფება The Islamic State of Iraq and the Sham (ISIS)-ს.

"ნაციონალებმა" დამიღუპეს შვილი. არ უნდოდათ ასეთი ჯარისკაცი ჰყოლოდათ?", - ამბობს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი. მისი მეორე შვილიც თარხანთან ერთად სირიაშია.

- რელიგიით როდის დაინტერესდა?

- თავის ძმებსაც კი უშლიდა, რომ მაგ გზაზე არ დამდგარიყვნენ. როცა ყველაფერის იმედი დაკარგა, ციხეში რომ ჩააგდეს, იმის შემდეგ.

- სირიაში როდის წავიდა, იცოდით ამის შესახებ?

- არა, არ ვიცოდი. აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდი. არ ვიცი როდის წავიდა, როგორ წავიდა, ვის აჰყვა. არ მითხრა მე არაფერი.

- მას შემდეგ, რაც ის სირიაში მეთაური გახდა, აქედან სხვა ბიჭებიც წავიდნენ მასთან?

- ბევრნი არიან. აქედანაც, დუისელებიც ბევრნი არიან. აი, ეხლაც ჩვენი მეზობლის ბიჭის ცოლის ძმა მოკლესო იძახიან. კოკა წყლის კარზე ტყდება, მაშ როგორ გინდა, ომია.

- ფიქრობთ, რომ დაბრუნდება?

- არა, არა. ეგ ისეთ წრეშია ჩაბმული, იქიდან გამოსვლა აღარ შეიძლება. ღმერთმა დაიფაროს ყველა. მე ქრისტიანი კაცი ვარ, ეს ამბავი, რასაც ეგენი ამბობენ რომ გამართლდეს. "ალ ყაიდას" შტაბში ბინ ლადენად მოიაზრებენ თარხანსო, ბინლადენის ადგილზეო. ღმერთო დაიფარე მაგისგან".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა