რა ხდება ჩვენს თავში, როდესაც გვძინავს - მეცნიერებმა ძილის დროს ტვინის აქტივობა გაზომეს

რა ხდება ჩვენს თავში, როდესაც გვძინავს - მეცნიერებმა ძილის დროს ტვინის აქტივობა გაზომეს

კემბრიჯელმა მეცნიერებმა, მარი კიურის უნივერსიტეტიდან, გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევები, ძილის დროს ტვინის მოქმედების შესახებ. აქამდე არსებული მონაცემების მიხედვით, ცნობილი იყო, რომ ძილის დროს ტვინის 70%-ია გათიშული, ხოლო დანარჩენი 30% სუნთქვას და გულისა და სხვა ორგანოების მოქმედებას უზრუნველყოფს.

ამასთან ერთად, მრავალი მეცნიერი დარწმუნებული იყო, რომ ძილის დროს ადამიანი დასვენებას ახერხებს და მისი ტვინი პრაქტიკულად არ მუშაობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე ასე არაა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანებისგან, რომლებსაც ძილის დროს აუდიოგადამცემების მეშვეობით სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ, შესაბამის პასუხებს იღებდნენ. გაირკვა, რომ ძილის დროსაც კი ადამინის ტვინი რეაგირებდა კითხვებზე. მეცნიერები თქმით, ახლა ნათელი გახდა, თუ რატომ იღვიძებენ ადამიანები მაღვიძარის ხმაზე, საკუთარი სახელის გაგონებაზე, ხოლო სხვა სტიმულებზე საერთოდ არ რეაგირებენ.

ნევროლოგი სიდ კუიდე თვლის, რომ ძილის დროს ტვინს რეალურად არ სძინავს და გარეგანი სტიმულების კონტროლირებას ახდენს, ხოლო ისეთი ხმის გაგონების შემთხვევაში, რომელსაც ჩვენთვის ზიანის მოყენება შეუძლია, გვაღვიძებს.

მომზადებულია rosred.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს