პოლიციის განყოფილებაში სათვალთვალო კამერამ მოჩვენება გადაიღო (+ვიდეო)

პოლიციის განყოფილებაში სათვალთვალო კამერამ მოჩვენება გადაიღო (+ვიდეო)

აშშ-ს პოლიციის კამერის ობიექტივში უჩვეულო ნახევრადგამჭვირვალე არსება მოხვდა. დეტექტივი კარლ რომერო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს ათვალიერებდა, როდესაც უჩვეულო ფიგურა შეამჩნია, რომელიც შენობის გარშემო დასეირნობდა. შემთხვევა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ესპანიოლში დაფიქსირდა. ამოუცნობი არსების აღმოჩენამ სამართალდამცავი გააკვირვა, რადგან ტერიტორიაზე შეჭრის ნებისმიერ შემთხვევაში სიგნალიზაცია უნდა ამუშავებულიყო.

"მე დავინახე მისი ფეხები. ის ადამაინს გავდა, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა ადამიანი ყოფილიყო. ეს მოჩვენება იყო", - აღნიშნავს პოლიციელი.

დეტექტივის კოლეგების თქმით, პოლიციის შენობაში არასდროს არავინ გარდაცვლილა, თუმცა, შენობა ძველი სამარხების ადგილზეა აშენებული.

მომზადებულია www.topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს