სპორტი დეპრესიისგან თავის დახსნაში დაგეხმარებათ

სპორტი დეპრესიისგან თავის დახსნაში დაგეხმარებათ

შვედი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სპორტი დეპრესიისგან განკურნებას უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ ფიზიკური დატვირთვა ადამიანის კუნთებში ცვლილებებს იწვევს, რისი მეშვეობითაც სისხლი ორგანიზმში სტრესის დროს დაგროვილი ნივთიერებებისგან იწმინდება. აღნიშნული ნივთიერებები თავის ტვინის მოქმედებას უშლის ხელს.

დებულების დასამტკიცებლად, სპეციალისტებმა კუნთებზე კვლევები ჩაატარეს. 5 კვირის განმავლობაში ჩვეულებრივი და მოდიფიცირებული თაგვები, რომელთაც ცილების მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ (რომლის რაოდეობაც ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება), სტრესული ფაქტორების გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულები.

საბოლოო ჯამში, კვლევამ ცხადყო, რომ ჩვეულებრივ თაგვებს უფრო მეტად ახასიათებდათ დეპრესიული ქცევა, ვიდრე მღრნელებს, რომელთაც სისხლში ცილების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. ისინი სტრესის მიმართ აბსოლუტურად მდგრადები აღმოჩნდნენ.

მომზადებულია www.ncbi.nlm.nih.gov-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს