ვერძი
ენერგიული და აქტიური ხართ. ნუ გაჩერდებით უსაქმოდ. ეცადეთ, კეთილი საქმეები შეასრულოთ და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ.
კურო
დღეს მხოლოდ ის ნივთები შეიძინეთ, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას ძვირად ღირებულ, ფუფუნების საგნებზე.
ტყუპი
კარგი დღეა განაწყენებულ მეგობრებთან შესარიგებლად. გამოიჩინეთ ინიციატივა, შეეხმიანეთ და ურთიერთობა აღადგინეთ. ოღონდ, ნუ ეცდებით, მტყუან-მართალის გარკვევას.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კამათს უფროსთან. ეცადეთ, დაძაბული სიტუაცია იუმორით განმუხტოთ.
ლომი
კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად. ახალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად. ეცადეთ, გარშემო ერთგული და გამოცდილი ადამიანების ჯგუფი შემოიკრიბოთ.
ქალწული
მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის გულის გადაშლას. აგრეთვე, ნუ გაუშინაურდებით ახალგაცნობილებს. მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლების გამდიდრებასა და ”ოქროს გორებს” გპირდებიან.
წაიკითხეთ მეტი