კალიფორნიის შტატში ერთჯერადი პლასტიკური პაკეტების გამოყენება აიკრძალა

კალიფორნიის შტატში ერთჯერადი პლასტიკური პაკეტების გამოყენება აიკრძალა

კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთჯერადი პლასტიკური პაკეტების გამოყენებას კრძალავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი, მთელ შტატზე პირველად გავრცელდა.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, მომავალი წლის ზაფხულიდან მსგავსი პაკეტები აიკრძალება ყველა დიდ სუპერმარკეტში, ხოლო 2016 წლიდან აფთიაქებსა და მინი-მარკეტებში. "ჩვენ პირველები ვართ, ვინც პოლიეთილენის პაკეტების მოხმარება აკრძალა, მაგრამ არ ვიქნებით უკანასკნელნი", - აღნიშნა გუბერნატორმა.

პაკეტების მწარმოებელი ნაციონალური კოალიცია ირწმუნება, რომ შეძლებს ამ კანონის გაუქმებას, რომელიც ძალაში 2015 წლიდან შევა. კანონი ითვალისწინებს 2 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტების გამოყოფას კომპანიებისთვის, როლებიც პარკებს აწარმოებენ, რათა მათ შეძლონ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლის მრავალჯერადი მოხმარებაც იქნება შესაძლებელი.

დღემდე მსგავსი კანონი კალიფორნიის დიდ ქალაქებში: სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესსა და სან-ხოსეში მოქმედებდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს