ქალი განგსტერები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

ქალი განგსტერები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

დასავლურ კულტურაში განგსტერები ყოველთვის რომენტიზირებული იყვნენ და ხალხის მხრიდან მოწონებას და სიყვარულს იმსახურებდნენ. ალბათ ყველას გსმენიათ ალ კაპონე, ბაგზი სიგელი და ჯონ დილინჯერი, მაგრამ ისტორიას ბევრი ქალი განგსტერიც ჰყავდა, რომელთა შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. დადგა დრო, ისინიც გაიცნოთ.

1. ბონი პარკერი

ყველაზე ცნობილი ამერიკელი ქალი განგსტერი ბონი პარკერი საკულტო კრიმინალური დუეტის, ბონი და კლაიდის ერთი ნახევარი იყო. ისინი ცნობილი ბანკის მძარცველები იყვნენ.

პარკერი ტექსასის შტატში დაიბადა. კლაიდ ბეროუს 1930 წელს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული იყო, კლაიდს დაუყოვნებლივ გაჰყვა. გარდა ძარცვის და მკვლელობებისა, ბონი და კლაიდის ლეგენდა უკავშირდება ფოტოებს, რომელიც მისურიში გადაიღეს. ეს ფოტო დღემდე შთგონების წყაროდ მოქმედებს მათ ირგვლივ მითების გაცოცხლებაში.

2. ოპალ ლონგი

ტექსასში დაბადებული ლონგი დიდი გაბარიტების ქალი იყო, რომელიც ჯონ დილინჯერის ბანდის წევრი გახლდათ. დილინჯერის ბანდას ის საკუთარ ოჯახად მიიჩნევდა და ამიტომ სამალავებს ალაგებდა და ყველა წევრისთვის ამზადებდა საჭმელს.1934 წელს არიზონაში მისი მეუღლე დაიჭირეს, რის გამოც ლონგი პოლიციელებს დაესხა თავს, რის შემდეგაც ისიც დააკავეს.

3. ჰელენ გილისი

16 წლის ჰელენ ვავრზნიაკმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, როდესაც ლესტერ გილისს გაჰყვა; ადამიანს, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ბავშვის სახიანი ნელსონი. 20 წლის ასაკში მათ უკვე ორი შვილი ჰყავდათ და ორივე მათგანი სახელმწიფოს მტრების სიაში იყვნენ შეყვანილნი. პოლიციას კი მათი ფიზიკური ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული. 1934 წელს მისი ნელსონი პოლიციელებთან შეტაკებისას გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი გილისი დააპატიმრეს.

4. პერლ ელიოტი

ელიოტი წილში იყო ჯონ დილინჯერთან და ჰარი პიერპონთან, თუმცა ძარცვებში მონაწილეობას არ ღებულობდა. ელიოტი გავლენიანი ქალბატონი იყო, რომელიც ინდიანას შტატში ბორდელს ფლობდა, პოლიციასთან იყო გარიგებული და განგსტერებს თავშესაფარს სთავაზობდა. 1933 წელს ის სახელმწიფოს მტრების სიაში შეიყვანეს და მოკვლის ბრძანება გასცეს, თუმცა ელიოტი არც ციხეში და არც პოლიციელის ხელით არ მომკვდარა. 1935 წელს 47 წლის ასაკში სიმსივნისგან გარდაიცვალა.

5. მერი ბეიკერი

მიმზიდველი შავგვრემანი ყავისფერი თვალებით და ქამარზე მუდამ ორი იარაღით - ასე აღწერენ 1933 წელს გამოჩენილ "შარვლების ბანდის" ლიდერს. მისმა ბანდამ ეს სახელი ქურდობების დროს ბეიკერის უცნაური მოთხოვნის გამო მიიღო. როდესაც ფულს აიღებდნენ, განგსტერი ქალბატონი იარაღს უშვერდა იქ მყოფებს და შარვლებს ახდევინებდა.

მომზადებულია mentalfloss.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს