კაცმა 18 თვე გაატარა ოქროს ძიებაში, რათა საცოლისთვის ბეჭედი გაეკეთებინა

კაცმა 18 თვე გაატარა ოქროს ძიებაში, რათა საცოლისთვის ბეჭედი გაეკეთებინა

48 წლის ჯონ გრინვუდი 18 თვის განმავლობაში შოტლანდიის მთებში დახეტიალობდა. მისი ლაშქრობის საფუძველი ფრიად სერიოზული ჩანფიქრი გახდა: შოტლანდიელს სურდა მომავალი მეუღლისთვის საქორწინო ბეჭედი საკუთარი ხელით მოპოვებული ოქროთი დაემზადებინა.

"ეს სიყვარულისთვის გაწეული შრომა იყო, ოქროს სიზმარშიც კი ვეძებდი", - იხსენებს ჯონი.

გრინვუდმა ასი გრამი ოქრო მოაგროვა, რაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობაა დამწყებისთვის. ოქროს ექსპერტები ამბობენ, რომ მეწყვილესთან ერთად ძიებაც კი ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს, განსაკუთრებით ამ რაოდენობის მოსაგროვებლად. ამასთან, შოტლანდიური ოქრო ძალიან იშვიათია ოქროს ბირჟაზე. გრინვუდი ამბობს, რომ მისი მონაპოვარი 22 კარატზე მეტია და ხარისხით მნიშვნელოვნად განსხვავდება  სტანდარტული ოქროსგან, რომელიც გაყიდვაშია.

ანტიგუაში გამართულ საქორწინო ცერემონიალზე ჯონმა და მისმა მეუღლე მორაგმა ბეჭდები გაცვალეს - გრინვუდმა მორჩენილი ოქროთი ბეჭდი საკუთარი თავისთვისაც დაამზადებინა.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს