როგორ ეხმაურებიან ცნობილები ეკა ბესელიას "ინგლისურის სკანდალს"

როგორ ეხმაურებიან ცნობილები ეკა ბესელიას "ინგლისურის სკანდალს"

ნახეთ | ბესელიას ინგლისური გამოთქმა და დაუნდობელი ექო ფოტოშარჟების სახით (+11 ფოტო)

სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე დეპუტატ ეკა ბესელიას სიტყვით გამოსვლას ეხმაურებიან.

გოგა ხაჩიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

"რატომ არ მიჯერებთ ქ-ნო ეკა!

ამას არ ჯობდა გამოსულიყავით და ჩვეული ხმით გეკივლათ: Peeeeooooopleeeeeeeeeee!..........

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"გენაცვალეთ ქ-ნო ეკა <3

Who f..d the chairman? This is the question!....

....ბესელიას გამოსვლა წაშალეს იუთუბიდან

გადმოწერა ვინ მოასწრო?

P.S. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მედია ცენტრიდანაც შეიძლება გამოთხოვა და გამოვითხოვ. ტყუილად გაისარჯა ქ-ნი ეკა".

გიორგი ხაბურძანია, "რუსთავი 2"-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი:

"მარგველაშვილს რომ არ უშვებენ არსად, ბესელია არ გაუშვან არასოდეს და არსად, ჯობია. ეკა ბესელია ინგლისურად ისე ლაპარაკობს, როგორც ჭიკაიძე ქართულად".

გეგა ფალავანდიშვილი, "რუსთავი 2"-ის მარკეტინგის მენეჯერი:

"ბრძენი ჰყავთ მაგალითად და რა ქნან "ის ურჩევნია მამულსაო" არ გაგიგია?!".

ნიკა ქავთარაძე, ტელეწამყვანი:

"წინა მთავრობა მარტო თავის ახლობლებს და ოჯახის წევრებს ასწავლიდა ინგლისურს - ეჭვი მაქვს კომპიუტერსაც!

ბესელიას ქართული ასოებით ეწერა ინგლისური სიტყვებიო".

მარიამ საჯაია, დეპუტატი:

"ეღადავეთ ამასო, იმან თქვა ))" (პედაგოგ ცისანა ჭკადუას ცნობილ ვიდეოს აქვეყნებს, ავტ.)

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

"რაზეც მეცინება უნდა გავიცინო, შე კაი ადამიანო თუ არ გეცინება ვინ გაძალებს? მაგრამ ის რომ ადამიანებს ჩამორჩენილი უწოდო მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს ინგლისურზე გაეცინა, ეს უფრო დიდი ჩამორჩენა მგონია. ყველა სხვადასხვა გვარად აღიქვამს რაღაცებს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ინტელექტთან და ჯანსაღ ურთიერთობებთან რაიმე სახის პრობლემები აქვთ... უნაკლო არ ვარ, მაგრამ არც ჩაორჩენილი p.s. მართლა სასაცილოა, შე კაი დედმამიშვილო ქართულად წაიკითხე და შემდეგ გამოსვლამდე მოამზადე წარმოსათქმელი სიტყვა ისე, რომ არ გაგვეცინოს. კეთილი რჩევაა და თან ამის სრულ უფლებასაც ფლობ".

გიორგი ნაზღაიძე, ტელე-რადიო წამყვანი:

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაზღაიძე ჩუმადაა :((((

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ნიუს ფიდს გადავხედე და გადავწყვიტე მე არაფერი ვთქვა მასზე. დღეს მინდა ამით გამოვირჩეოდე. ხო და სვიით დრიიიმზ მაი ფრეენდ, სიი იუ თუმოროუ".

ბესელიას სიტყვით გამოსვლას ეხმაურება ასევე სატირულ-იუმორისტული ვებ-გვერდი "ჩიტი.გე".

"უკანასკნელ მოვლენებს ოპერატიულად ეხმაურება "სილფაენში გადასაყვანი" საიტი Convert.Ge და მომხმარებლებს ახალ კოდირებას სთავაზობს", - წერს "ჩიტი.გე"-ს "ფეისბუქ-გვერდი" და იუმორისტულ ფოტოს აქვყნებს:

იხილეთ ვიდეო: ეკა ბესელიას ინგლისურმა ინტერნეტ-აუდიტორია "დაშოკა" (+ვიდეო)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს