ნანუკა ჟორჟოლიანი "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იქნება

ნანუკა ჟორჟოლიანი "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იქნება

ახალი სატელევიზიო სეზონი უკვე დაიწყო და შესაბამისად მაყურებელი გასართობი შოუ-პროგრამების მოლოდინშია.  სულ მალე "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "ნიჭიერი" დაიწყება, რომლის მიზანიც ახალი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა. რამდენიმე წუთის წინ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას "ნიჭიერის" ჟიურიში ვიხილავთ.

"ამ წუთას დამირეკა Nika Gvaramia - მ და მითხრა რომ ნიჭიერის ჟიურიში ვიქნები ახალ სეზონზე. ასე დიდი ხანია არაფერი გამხარებიაა და გადავწყვიტე გაგიზიაროთ! გიორგი ხაბურძანია & დემნა მადლიერი. ნიკა მადლობა დიდი! ძაან გამახარეთ,"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს