ქალმა საკუთარ ვაგინაში კარტოფილი დარგო

ქალმა საკუთარ ვაგინაში კარტოფილი დარგო

22 წლის ქალი კოლუმბიის საავადმყოფოში მუცლის ღრუს ძლიერი ტკივილების გამო მიიყვანეს. ექიმები შოკირებულნი იყვნენ, როდესაც ტკივილის გამომწვევ მიზეზს მიაგნეს: ქალს ვაგინაში ფესვიანი კარტოფილი აღმოაჩნდა.

როგორც ირკვევა, კარტოფილი სექს სათამაშოს მაგივრობას არ წევდა: "დედაჩემმა მითხრა, თუ არ გინდა დაფეხმძიმდე,  კარტოფილი უნდა გაიკეთოო და მეც დავუჯერე", - განაცხადა პაციენტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

კარტოფილი ქალის საშვილოსნოში დაახლოებით ორი კვირა იმყოფებოდა, რაც საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის ვაგინაში ფესვები გაედგა. მისი ამოცლა ქირურგიული ჩარევის გარეშე, მარტივად მოხერხდა. საავადმყოფოს წარმომადგენლები და ქალაქის სექსუალური განათლების სააგენტოები გოგონას დედას ასეთი უგუნური რჩევის მიცემისთვის ბრალს დებენ.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს