"საჭმელი რომ მომაქვს ბავშვი პირჯვარს იწერს, ხვალისთვისაც გვქონდესო" - ექვსშვილიანი ოჯახის გასაჭირი

"საჭმელი რომ მომაქვს ბავშვი პირჯვარს იწერს, ხვალისთვისაც გვქონდესო" - ექვსშვილიანი ოჯახის გასაჭირი

მარტოხელა დედა ლალი მერაბიშვილი ექვს შვილთან ერთად თელავის რაიონის სოფელ შალაურში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მრავალშვილიანი დედის თქმით, ბავშვის სამკურნალოდ სოციალური დახმარების ხარჯზე სესხი აიღო, დახმარების გარეშე კი ძალიან გაუჭირდა.

"გურჯაანიდან მოყოლებული იყალთომდე თითქმის ყველა ოჯახში მიცნობენ. გამიჭირდა და სამათხოვროდ დავდიოდი. ნათესავებს ვერ შევაწუხებ, ყველას თავისი თავი გასჭირვებია. ძირითადად პროდუქტებს და ტანსაცმელს ვთხოულობ", - ამბობს ლალი მერაბიშვილი.

ლალი მერაბიშვილი მეუღლეს ხუთ წელზე მეტია გაშორდა და მისი თქმით, მამა ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს. მარტოხელა დედას ყველაზე მეტად ზამთარი აშინებს.

"შეშა საიდან უნდა ვიყიდო არ ვიცი. საჭმელი ძლივს მომაქვს ბავშვებისთვის. ნახევარზე მეტად მშივრები მყავს. რო მოვიტან ხოლმე, ჩემი სულ უმცროსი შვილი ხატებთან პირჯვარს იწერს, ნეტავ ხვალაც გვქონდესო", - ამბობს ექვსი შვილის დედა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა