მსოფლიოში პირველი მიკრობების ზოოპარკი ჰოლაინდიაში გაიხსნა

მსოფლიოში პირველი მიკრობების ზოოპარკი ჰოლაინდიაში გაიხსნა

მსოფლიოში პირველი მიკრობების ზოოპარკი ჰოლანდიაში გაიხსნა. მისი დამაარსებელი და დირექტორი, ხეიგ ბალიანი მსგავსი კომპლექსის შექმნის იდეას მრავალი წელი ანვითარებდა. ამ დღეებში "მიკროპია" ამსტერდამში საზეიმოდ გახსნა.

"მიკროპია" სამეცნიერო ლაბორატორიას ჰგავს. აქ სპეციალურ სტენდებზე განლაგებულია ელექტრონული მიკროსკოპები, რომელთა ქვეშ ნამდვილი ბაქტერიებია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დალუქული და იზოლირებულია, მიკროსკოპის გამოსახულება კი გვერდით დიდ ეკრანზე ჩანს.

უჩვეულო ზოოპარკის დამთვალიერებლებს შეუძლიათ რეალურ დროში დააკვირდნენ, თუ როგორი პროცესები მიმდინარეობს მიკრობების "ცხოვრებაში". 

გარდა ამისა, ზოოპარკში იმართება თემატური ლექციები, შესაძლებელია მოძებნოთ და წაიკითხოთ სპეციალური ლიტერატურა, გაეცნოთ მიკრობიოლოგების სამეცნიერო ნაშრომებსა და ნახოთ მსოფლიოში ყველაზე საშიში მიკრობების მოდელები.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს