როგორ უნდა გამოთვალოთ ჩასახვისთვის ხელსაყრელი ან უსაფრთხო დღეები

როგორ უნდა გამოთვალოთ ჩასახვისთვის ხელსაყრელი ან უსაფრთხო დღეები

თურმე არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა სპეციალური კონტრაცეპტივების გარეშეც შესაძლებელია. ამაში ე.წ. უსაფრთხო დღეების კალენდარი დაგეხმარებათ. ეს მეთოდი იმ ქალებისთვისაა, ვისაც ციკლი დარღვევების გარეშე, რეგულარული აქვს. თუ ამ მხრივ გარკვეულ "გადაცდომებს" ამჩნევთ, კალანდრის მეთოდი თქვენს შემთხვევაში არ "იმუშავებს".

როგორ გამოვთვალოთ დაფეხმძიმებისთვის ნაყოფიერი და უნაყოფო დღეები?

გააანალიზეთ ბოლო რამდენიმე მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა (ანუ პერიოდი ციკლიდან ციკლამდე). შემდეგ ყველაზე მოკლე ციკლს 18 გამოაკელით. მაგალითად, თუ ციკლი 26-დღიანია, სხვაობას 8-ს მიიღებთ. ამის შემდეგ ციკლის დაწყების დღიდან 8 დღე გადათვალეთ და კალენდარზე მონიშნეთ. სწორედ ამ დღიდან იწყება თქვენი ნაყოფიერი პერიოდი. მის დასასრულს კი ამგვარად გამოითვლით: ყველაზე ხანგრძლივი მენსტრუაციული ციკლის დღეებს გამოაკელით 11.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს