უმსხვილეს ჰაკერულ თავდასხმას ბანკიდან 83 მლნ ადამიანის პირადი მონაცემების "გაქრობა" მოჰყვა

უმსხვილეს ჰაკერულ თავდასხმას ბანკიდან 83 მლნ ადამიანის პირადი მონაცემების "გაქრობა" მოჰყვა

ჰაკერებმა 83 მლნ ადამიანის პირადი მონაცემები გაიტაცეს. უმსხვილესი ჰაკერული თავდასხმა ბანკ JP Morgan-ის მონაცემთა სისტემაზე განხორციელდა. ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, გატაცებულია მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაცია. იმის დამადასტურებელი ნიშნები, რომ პაროლები, ანგარიშები და დაზღვევის ნომრებიც დაკარგულია, ჯერჯერობით არ არსებობს. ამ დრომდე არც გატაცებული მონაცემების გამოყენებით ჩადენილი დარღვევა დაფიქსირებულა. თუმცა უსაფრთხოების ექსპერტები აფრთხილებენ ყველას, რომ ჰაკერები ამ მონაცემებით თაღლითური სქემების გათამაშებას აპირებენ. შესაბამისად, ბანკის კლიენტები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

ინფორმაციის დამცველი კომპანიის ვეცე-პრეზიდენტის, ტალ კლეინის განცხადებით, ამ შემთხვევამ ხალხს ბანკების საიმედოობის რწმენა შეურყია. მათ ეგონათ, რომ მათი პირადი ინფორმაცია საიმედო კომპანიების ხელში იყო, ეს კი ფიქცია აღმოჩნდა.

ჰაკერების მსხვერპლი ბანკი კი თავის კლიენტებს ამშვიდებს და მოუწოდებს, არ შეცვალონ პაროლები და ექაუნთის მონაცემები, რადგან ჰაკერები ბანკის წმიდათაწმიდა ქონებას - ანგარიშებსა და პაროლებს - არ შეხებიან.

ამ დროისთვის თავდასხმის ფაქტს აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.

მომზადებულია mql5.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს