როგორ "დააბოლეს პლანით" კასპის ტუალეტში ვანო მერაბიშვილი

როგორ "დააბოლეს პლანით" კასპის ტუალეტში ვანო მერაბიშვილი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი რობერტ კავთიაშვილი სოციალურ ქსელში კურიოზულ ამბავს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უამბო.

"ესე იგი, ვანო მერაბიშვილის იუმორის შესახებ ყველამ იცის, ვისაც მასთან უშუალო შეხება ჰქონია. ახლა გავიხსენებ ერთ ამბავს, რომელიც ვანომ მოგვიყვა.

2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო სისტემატურად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. კასპში ვიზიტის დროს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ვართ შეკრებილნი და ვანო ყვება.

- "ამას წინათ კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი ჩასული. შეხვედრის შემდეგ როგორც ქართველების წესია, სუფრასთან მიმიპატიჟეს. ქეიფის დროს ტუალეტში გასვლა მომინდა. ეზოში ჰქონდათ ხის ტუალეტი, რომელსაც გერდით ხისავე ფარდული ჰქონდა. შევედი და აშკარად "პლანის" სუნი მცემს. გავიხედე და გვერდით ფარდულში ტიპი ზის და მოსაწევს ეწევა. აქედან ვკითხე მაგარია-თქო? იმანაც მომაძახა კი ძაანო. აბა მომაწოდე მეც გავსინჯავ-თქო. მომაწოდა და თან მოაყოლა - "იცოდე ძაან მაგარია და 2 ნაპასზე მეტი არ დაარტყაო". გამოვართვი, ცოტა ხანი მეკავა და ისევ გადავაწოდე, თან დავუწყე რომ მაწვდი, რას მაწვდი, ან მკითხე ვინ ვარ, რა ვარ, საიდან ვარ. იქნებადა პოლიციელი ვარ-თქო. იმან მითხრა, რა იყო ვინ ხარ ამისთანა, ტვინი რომ გამიბურღეო. მე ვუთხარი, ვანო ვარ მერაბიშვილი-თქო და ეგრევე მიპასუხა : "აი, ხო გითხარი ძლიერია და 2 ნაფაზზე მეტი არ დაარტყა-თქო", - წერს დეპუტატი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს