გიგანტურმა ანაკონდამ ძაღლი გადაყლაპა

გიგანტურმა ანაკონდამ ძაღლი გადაყლაპა

სამხრეთ ამერიკის ზღვისპირა რეგიონში გიგანტური ანაკონდა დაიჭირეს. ქვეწარმავალი მას შემდეგ შეიპყრეს, რაც მან ძაღლი გადაყლაპა. ფოტოკადრში ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი მოჩანს, გიგანტური ქვეწარმავლით ხელში - ძაღლი სწორედ მის მეგობარს ეკუთვნოდა. 39 წლის ბასკულესი უზარმაზარ მტაცებელს მდინარეში შეჰყვა და რამდენიმე საათში თავისი მაისურით თავშეხვეულ გველს სახლისაკენ მიათრევდა. მტაცებელი მან ცოცხლად შეიპყრო.

ბასკულესმა თავის სამ შვილს მტაცებელთან მიახლოების უფლებაც მისცა.

"10 წლიდან გატაცებული ვარ რეპტილიებით, მაგრამ ეს ყველაზე დიდი გველია, რაც ოდესმე მინახავს ან დამიჭერია. გველი შეჭმულ ძაღლს ინელებდა და ძალიან მშვიდი იყო", - აცხადებს ბასკულესი. მისივე თქმით, საკმაოდ გვიანი იყო, როცა გველით ხელში შინ დაბრუნდა და მისი სახლისგან გარიდების დრო აღარ იყო. ამიტომ გველი სულის მოსათქმელად აბაზანაში მოათავსეს.

სებასტიანის მეუღლეს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ეშინოდა, რომ გველი აბაზანიდან გამოღწევას შეძლებდა. არადა თურმე თავშეხვეული ანაკონდა, რომელიც ვეღარაფერს ხედავს, მატლივით უვნებელია.

მეორე დღეს სებასტიანმა გველი სახლიდან 10 კილომეტრში მდებარე მდინარეში გაუშვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს