2014 წლის 4 ოქტომბერს გორის ცენტრალურ ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი თემო ნაფიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში შეტყობინება 12 სთ-სა 48 წთ-ზე შევიდა, ხოლო ბრიგადა ადგილზე 12 სთ-სა 53 წთ-ზე მივიდა. საწინააღმდეგოს აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დააგვიანა, თავად კი მეუღლის გადარჩენა ვერ შეძლო.
"გული აგატკიეს, განერვიულეს. მუშაობა არ დაგაწყებინეს, უარესი მთავრობა მოვიდა", - ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე.
საქმე ეხება თემო ნაფიშვილის ბიზნესს, რომლის განხორციელებაში ხელი მას ჯერ ყოფილმა ხელისუფლებამ, ხოლო "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ადგილობრივმა გამგეობამ შეუშალა.
თემურ ნაფიშვილი შპს "ავტოსერვის-ლომჭაბუკის" დამფუძნებელი იყო. მის კომპანიას შესაბამისი ბაზა (მიკროავტობუსები) გააჩნდა, თუმცა ქალაქის შესაბამის ტერიტორიაზე ამ მიკროავტობუსების დგომის უფლებას არ აძლევდნენ.
"თუ არ ხარ პარლამენტარი, ან არ გმფარველობს ვინმე მაღალჩინოსანი, შენს ბიზნესს წინსვლა არ უწერია. ვერ გავარღვიეთ მონოპოლიზებული, საბჭოური მენტალიტეტით შეპყრობილი ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იმ საწარმოს ხელმძღვანელები, რომლებიც ხელს გვიშლიან და არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, რათა ვაწარმოოთ რეგულარული რეისები შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ მარშუტებზე", - წერდა თემურ ნაფიშვილი საქართველოს ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში.
იხილეთ ვრცლად