ოჯახში ბავშვის მატება უდიდესი ბედნიერებაა. ყველა გულდასმით ემზადება მის შესახვედრად და აღსაზრდელად, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, ბავშვები თვითონაც "ზრდიან" მშობლებს - მატებენ პასუხისმგებლობის, მოთმინების გრძნობას, გულის სითბოს. ყველა მშობელი, რომელიც ცდილობს, მისი შვილი უკეთესი იყოს, თავადაც ხდება უკეთესი.
თუმცა აღზრდის საკითხში მეტისმეტი სიბეჯითეც მავნებელია - ბავშვს სილაღე უფრო სჭირდება, ვიდრე მშობლის გამოგონილი ახალ-ახალი წესები. გთავაზობთ სპეციალისტების მიერ შედგენილ 10 პრინციპს, რომელიც ბავშვის აღზრდაში დახმარებას გაგიწევთ.
1. ნუ ეცდებით, რომ ბავშვი მაინცდამაინც თქვენ დაგემსგავსოთ. მით უმეტეს არ სცადოთ ბავშვის იმ ადამიანად ქცევა, როგორიც თქვენ გინდოდათ ყოფილიყავით. თქვენი შვილი უკვე სხვა პიროვნებაა, ამიტომ დაეხმარეთ დარჩეს ისეთი, როგორიც არის.
2. თქვენს შვილს თქვენი ვალი არა აქვს. მერე რა, რომ სიცოცხლე აჩუქეთ და თავს ევლებოდით, სამაგიეროდ, ის სხვას მისცემს სიცოცხლეს და ზუსტად იგივე გზას გაივლის. ამიტომ აზრი არა აქვს შვილისგან მოითხოვოთ იმ ამაგის გადახდა, რაც მისთვის გასწიეთ.
3. არასოდეს იყაროთ ბავშვზე ჯავრი, თუნდაც პირდაპირ თუ ირიბად, იყოს დამნაშავე ამ პრობლემებში. გახსოვდეთ, რომ ასეთი საქციელი ადრე თუ გვიან უკან დაგიბრუნდებათ.
გაგრძელება