"იმერეთში პოლიციის უფროსებად ბანდიტები დანიშნეს"

"იმერეთში პოლიციის უფროსებად ბანდიტები დანიშნეს"

იმერეთის რეგიონში ბოლო დროს სამართალდამცავების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და იარაღის უკანონოდ ჩადების ფაქტებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე ეხმაურება.

უფლებადამცველის თქმით, მას ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი უკავშირდება, რომლებიც აცხადებენ, რომ კვლავ გრძელდება სამართალდამცველების მხრიდან ადამიანების ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და საპატიმროში უმიზეზოდ ჩასმა.

ადვოკატის მტკიცებით, დღეს იმერეთში რაიონული პოლიციის უფროსების თანამდებობას ის პირები იკავებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხის წამებით იყვნენ დაკავებულები.

"ათასობით პროფესიონალი სახლში ზის და რაიონული პოლიციის უფროსებად ბანდიტები და კრიმინალები ჰყავთ დანიშნული. დღეს ისეთი მდგომარეობაა ჩემს ქუთაისსა და იმერეთში, რომ ამერიკიდან როცა ჩამოვალ, თბილისში აღარ მინდა გაჩერება, მინდა ჩამოვიდე ქუთაისში და დღეს თანამდებობაზე დანიშნული მაღალი რანგის პოლიციის მოხელეები ვამხილო, ვინ იყვნენ ისინი წლების წინ, რა საქმეს აკეთებდნენ წარსულში და რას შვრებიან დღეს," - აცხადებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა