16 წლის ბიჭს 10-ზე მეტ ენაზე შეუძლია საუბარი (+ ვიდეო)

16 წლის ბიჭს  10-ზე მეტ ენაზე შეუძლია საუბარი (+ ვიდეო)

უცხო ენები ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში: სამსახურში, სწავლაში და მოგზაურობაში. მეტი ცოდნის მოსაპოვებლად ჩვენ ძვირადღირებულ კურსებზე ვეწერებით და საღამოობით დაჟინებით ვიზეპირებთ ახალ სიტყვებს.

ინდოეთში მცხოვრებ ბიჭს, სახელად რავის არ ჰქონია შესაძლებლობა, სკოლაში ესწავლა და ამიტომ ის ტურისტებისგან სწავლობდა. ბიჭი ხუთი წლიდან მოყოლებული, ფარშევანგის ბუმბულს ყიდის პარკში და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებთან უწევს ურთიერთობა. ყველაფერი მარტივად დაიწყო - ”one dollar”-ით (ერთი დოლარი). შემდეგ რავიმ მისალმება ისწავლა და ინგლისურად ათამდე დათვლაც მალევე აითვისა. თუმცა ინდოეთში ხომ იტალიელებიც ჩადიან, არაბებიც და რუსებიც.

”მე არ მესმოდა, რას მეუბნებოდნენ, მაგრამ სულ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ. ვეკითხებოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები ინგლისურად. ასე ვისწავლე ათ ენაზე სიტყვა ”რამდენია”, - ამბობს რავი.

ახლა, როდესაც ინდოეთში ჩადიან, იქ უკვე ნამყოფი ტურისტები მეგობრულად უღიმიან ბიჭს, რომელიც ფარშევანგის ბუმბულს ყიდის და ათზე მეტ ენაზე საუბრობს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს