ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარი ”ფეისბუქზე” გაგზავნილი შეტყობინების გამო მოკლა

ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარი ”ფეისბუქზე” გაგზავნილი შეტყობინების გამო მოკლა

27 წლის ინგლისელი სკოტ ჰამფრი ციხეში მეგობრის მკვლელობის გამო მოხვდა. მკვლელობა კი იმიტომ ჩაიდინა, რომ მისმა მეგობარმა მის შეყვარებულს სოციალურ ქსელ ”ფეისბუქზე” ეგრეთ წოდებული ”Poke” გაუგზავნა.

ჰამფრიმ მისი მეგობარი რიკარდო როვეტო სასტიკად სცემა და შემდეგ ჰკითხა: ”თუ ასეთი კარგი მეობარი ხარ, ჩემს შეყვარებულს რატომ გაუგზავნე poke?”

როვეტომ თავი ბორდიურს დაარტყა და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ჰამფრი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, მაგრამ მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. რიკარდო როვეტოს ერთი შვილი დარჩა.

ჰამფრი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს და როგორც ამბობენ, გულითადად განიცდის და ნანობს ჩადენილს, რის გამოც მოსამართლემ მხოლოდ ოთხი წელი და ოთხი თვე მიუსაჯა პატიმრობა. ვერდიქტი ძალიან მსუბუქია, რადგან მოსამართლემ რეალურად დაიჯერა ბრალდებულის მონანიება და გამიზნულ მკვლელობაში არ ჩაუთვალა დანაშაული.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს