გოგრა - ანტიდეპრესანტი, ახალგაზრდობისა და სექსუალურობის წამალი

გოგრა - ანტიდეპრესანტი, ახალგაზრდობისა და სექსუალურობის წამალი

გოგრა ფასდაუდებელი პროდუქტია, რომელსაც აქვს უნარი, მრავალი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნოს სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობაც კი ! გოგრის ძირითად ღირსებად მიიჩნევა კაროტინისა და ვიტამინების დიდი რაოდენობა. მისი რბილობი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, ხოლო მოზრდილებში აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს.

გარდა ამისა, გოგრაში არის B, C, D, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და ეხმარებიან ადამიანს ოპტიმალური წონისა და სექსუალური აქტივობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაში. ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. მიირთვით გოგრა ხშირად და ვერავითარი სევდა და დეპრესია ვერ მოგერევათ!

• ამ ბოსტნეულს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ გოგრის კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. რადგან ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ის ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა (სპილენძის, ფოსფორისა და რკინის ბევრი მარილი) სასარგებლოა სისხლწარმოქმნისთვის, ამიტომაც ის სასარგებლოა ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა მავნე ქოლესტერინთან შეურიგებელი მებრძოლია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს