თამარ ივერი ტყუპის დედა გახდა

თამარ ივერი ტყუპის დედა გახდა

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი ტყუპის დედა გახდა. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე წერს. ვაჭარაძე ჰომოსექსუალებთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალის შემდეგ, მომღერლის საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაციას აანონსებს და მოხარულია, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა.

"სასიხარულო ამბები გავიგე: თამარ ივერი ტყუპების დედა გახდა. მთელი გულით ვუსურვებ ბედნიერებას.

ამის გამო დროებით შემოქმედებითი პაუზა აიღო და საქველმოქმედო კონცერტი 10 დეკემბრისთვის გადაიტანა. 9 ოქტომბერს კი თბილისში თავისი საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაციას გეგმავს. ფონდის მიზანი ყველა სახის ძალადობასთან ბრძოლა იქნება.

ახლა ვარ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი. ყველაფერი კარგია, რაც ასე კარგად სრულდება. ადამიანურად, ძალიან განვიცდიდი იმ ყველაფერს, რაც აქამდე მოხდა... მიხარია, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებაში, შესაძლოა მტკივნეულად, მაგრამ მაინც დადებითი როლი ვითამაშეთ. იმედი მაქვს ეს ფონდი თავის წვლილს შეიტანს საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

დღეს ყველა იმ სკეპტიკოსს გაეცა პასუხი, რომელსაც ჩემი ან ივერის კი არა, არამედ ზოგადად ადამიანის კეთილშობილების არ სჯეროდა... საბოლოოდ, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ვაჭარაძე.

შეგასენებთ, წერილის გამო, რომელიც ივერმა გასული წლის მაისში საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისწერა და სადაც ის ლგბტ საზოგადოებას "ფეკალურ მასად" მოიხსენიებდა, ივერი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტად იქცა. მოგვიანებით ამ წერილის გამოქვეყნებისთვის თამარ ივერმა ბოდიში მოიხადა.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს