8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეიძლება საკუთარი ან ნათესავის ბინის საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. საბუთების შეგროვება, ცნობების აღება გელით. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, კონსულტაცია პროფესიონალთან გაიარეთ.

კურო

მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ვალის აღებას ან გაცემას. უფრო წააგებთ, ვიდრე მოიგებთ. სამაგიეროდ, წარმატება გელით სხვა სფეროებში, რომლებიც ფინანსებთან არაა კავშირში.

ტყუპი

მაქსიმალურად მოერიდეთ გარშემო მყოფთა საქმეებში ჩარევას, თუნდაც კეთილი განზრახვა გამოძრავებდეთ. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დამკვირვებლის მოვალეობა შეასრულოთ.

კირჩხიბი

გარშემო ნეგატიურად განწყობილი ადამიანები და კრიტიკოსები გახვევიათ. ეცადეთ, მაქსიმალურად სწორად გათვალოთ ყოველი ნაბიჯი, ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში.

ლომი

ერთგული და გამოცდილი სპეციალისტის დახმარების გარეშე მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება კვირის ბოლოსთვის გადადოთ.

ქალწული

ახალი ნივთების შეძენაში, მოგზაურობის დასაგეგმავად და სამკურნალო პროცედურებში იმაზე მეტი ფული დაგეხარჯებათ, ვიდრე ვარაუდობდით. თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, შემოსავლის ახალი წყაროს მოძებნაც არ გაგიჭირდებათ.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს