პლანეტა მარსზე ბაყაყი აღმოაჩინეს (+ ფოტო)

პლანეტა მარსზე ბაყაყი აღმოაჩინეს (+ ფოტო)

მარსის ცხოველთა სამყარო რიგით მეოთხე არსებით შეივსო. აქამდე აღმოჩენილ ორ ხვლიკს და ზაზუნას ბაყაყი დაემატა.

ბაყაყი აღმოაჩინა ვირტუალურმა პალეონოლოგმა ჯეისონ ჰანტერმა ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც მარსიდან რობოტმა ”ცნობისმოყვარეობამ” გამოაგზავნა. ფიგურა ობიექტივში მარსზე რობოტის ყოფნის 732-ე დღეს მოხვდა.

რობოტმა ამ დღეს თავის რვა კამერით 202 ფოტო გადაიღო. ჰანტერი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა გამოსახულებებს და მოულოდნელად მათზე ბაყაყი შეამჩნია, რომელიც ფოტოს ცენტრში მოხვდა. მართალია მას ზედ მტვერი აყრია და ცოცხალზე მეტად გაქვავებულს ჰგავს, მაგრამ მისი მოყვანილობა აშკარად ბაყაყის ფორმებს იმეორებს.

ამავდროულად ინდოეთმა კოსმოსის ათვისებაში ერთდროულად ორი რეკორდი მოხსნა. თანამგზავრმა, რომელიც წინა წლის ნოემბერში გაუშვეს, მარსის ორბიტას პირველივე მცდელობით მიაღწია, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ამასთან, ის აღმოჩნდა ყველაზე დაბალბიუჯეტიანი. ნასამ იგივე ოპერაციაზე 671 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა, ინდოეთმა - თითქმის ათჯერ ნაკლები. ამჟამად ინდოელი სპეციალისტები აპირებენ წითელი პლანეტის კვლევით პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს