ცოტნე გამსახურდია თბილისში "მოსკოვობის" გამართვის იდეით გამოდის

ცოტნე გამსახურდია თბილისში "მოსკოვობის" გამართვის იდეით გამოდის

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია მოსკოვურ თბილისობას ეხმაურება და თბილისში "მოსკოვობის" გამართვის იდეით გამოდის.

"ჩვენ არ ჩავატაროთ ერთი "მოსკოვობა" თბილისში? დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი ხალხი მივა, ვიდრე მოსკოვში "თბილისობაზე" მივიდა :))))) ჩვენს ყველაბოთლსმორგებულ ინწილიგენციის ნაწილს და ბომონდსაც არ მაუწევს შორს წასვლა", - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს მოსკოვში "თბილისობა" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა მომღერლებმა: ლელა წურწუმიამ, ნინი ბადურაშვილმა, აჩი ფურცელაძემ, სოსო პავლიაშვილმა, გიორგი მელიქიშვილმა, ნოდარ რევიამ, ეთერ ბერიაშვილმა და სხვებმა მიიღეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს