4 წლის გოგონამ ბაღში 249 პაკეტი ჰეროინი მიიტანა

4 წლის გოგონამ ბაღში 249 პაკეტი ჰეროინი მიიტანა

ნარკომოვაჭრის ქალიშვილმა საბავშვო ბაღში პაკეტები მიიტანა, რომელიც სავსე იყო ჰეროინით და დანარჩენ ბავშვებს დაურიგა. ბავშვს ნარკოტიკი ტკბილეული ეგონა, ასეთ განცხადებას ავრცელებს ამერიკის შტატ დელავერის პოლიცია.

ბაღის აღმზრდელებმა ბავშვების ხელში პაკეტები დაინახეს, რომელშიც საეჭვო თეთრი ფხვნილი ეყარა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადგინეს, რომ პაკეტებში ჰეროინი იყო და ოთხი წლის გოგონას ზურგჩანთა ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკით სავსე დანარჩენი პაკეტები იდო. ჯამში ამოღბული იქნა 249 პაკეტი ჰეროინი, რომელიც ოთხ გრამ ოპიუმს შეიცავდა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, გოგონას 30 წლის დედამ ეშლი ტალმა შეცდომით მისცა ნარკოტიკი. მას უკვე წაყენებული აქვს რიგი ბრალდებები. გაირკვა, რომ წინა დღეს ბავშვს შინაურმა ცხოველმა ჩანთა დაუღრღნა, რის გამოც დედამ ახალი ზურჩანთა მისცა, რომელშიც დაავიწყდა, რომ ჰეროინს ინახავდა. ბაღში მისულმა გოგონამ ჰეროინი ტკბილეულად ჩათვალა და სხვა ბავშვებისთვის განაწილება დაიწყო. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს