მეცნიერებმა პირველი სპერმატოზოიდი რობოტი შექმნეს

მეცნიერებმა პირველი სპერმატოზოიდი რობოტი შექმნეს

დრეზდენის ინტეგრირებული ნანომეცნიერული კვლევების უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს რკინის ნანომილში სპერმის უჯრედების შეყვანა. შედეგად მიიღეს პირველი ბიობოტი სპერმატოზოიდი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედამდე მიყვანა და მისი განაყოფიერება, არამედ საჭირო ადგილას წამლის გადატანაც. ბიობოტის მოძრაობის მიმართულების გაკონტროლება დისტანციურად, მაგნიტების დახმარებითაა შესაძლებელი.

პროფესორ ოლივერ შმიდტის ხელმძღვანელობით, მეცნიერების ჯგუფის მიერ შექმნილი მილის სიგრძე 50 მიკრონს შეადგენს, დიამეტრი კი 5-დან 8 მიკრონს. ერთი მხარე ამოვსებულია, რომ სპერმატოზოიდი მილში დარჩეს, მეორე მხარე კი ღიაა. ამასთან, სპერმატოზოიდი მოქმედებს როგორც მოტორი და ნანომილს დანიშნულების ადგილისკენ დახურული მხრიდან ეზიდება.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს