"ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ" - იუნა შაფათავას მწვავე პოსტი ძალიან "ღირსეულებს"

"ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ" - იუნა შაფათავას მწვავე პოსტი ძალიან "ღირსეულებს"

"ეს გუშინ პოსტებს რომ გადავხედე, ძალიან "ღირსეულების" პასუხია... არ ვაკონკრეტებ... ვერც მიხვდებიან...))) რთულია სინდისით ცხოვრება, რთულია ნაღდი ადამიანობა...", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა და ჭეშმარიტი ღირსებისა და წარმატების არსს განმარტავს.

"მე დავიჯერებ, რომ საქართველოში ღირსება არ მოკვდა, თუ ერთ კაცს მაინც ვნახავ, ჭკვიანს, წარმატებულს, ოღონდ უფულოს და ისეთს, მატერიალურ ფუფუნებას რომ არ თვლის წარმატების აპოთეოზად. მე დავიჯერებ, რომ ღირსება არსებობს, თუ ვნახავ ჭკვიან კაცს, დედ-მამიანს, ცოლ-შვილიანს, მშიერს, უფულოს, რომ სხვას არ ეფარებოდეს და საკუთარი აზრი გააჩნდეს და იმავდროულად, ხალხს უყვარდეს და პატივს სცემდეს მას და რჩევებს სთხოვდეს. მე დავიჯერებ თქვენს ღირსებას, თქვენ თვითონ რომ ღირსება გესმოდეთ, რა არის ან რამე გაგეკეთებინოთ ისე, რომ სარგებელი არ გენახოთ ამ მოჩვენებითი სიკეთიდან. მე დავიჯერებ, რომ ოდესღაც, ვინმე მოიპოვებს ღირსებას, როდესაც ვნახავ მშიერს და მწყურვალს, დედმამიშვილიანს, ოღონდ ისეთს, სიმშვიდე რომ აქვს სულში და სხვისი მოტყუება საკუთარი მოგებისთვის არ აქვს მიზნად. დავიჯერებ თქვენს ღირსებას, როდესაც ხელს ჩამოართმევთ ერთმანეთს და იტყვით: ჩვენ ერთი გვაქვს მიზანი, ჩვენ ერთი გვაქვს წარსული, აწმყო და მომავალი გვსურს, არ იყოს ღალატზე აწყობილი. მე დავიჯერებ თქვენს ღირსებას, ალალ დაზე და ძმაზე თუ იტყვით-ტყუის, არაა მართალი, თუნდ ჩემი დაა და ძმაა. მიყვარს, მაგრამ სიმართლე სხვაა. როცა თეთრს დაარქმევთ თეთრს და შავი შავზე შავი გახდება თქვენთვის, მაშინ მხოლოდ ფერების გარჩევას ისწავლით. ღირსება - ეს არის პატიოსნება, რომელიც სიმართლის და სამართლიანობის ადამიანური სახეა. ის გავს მგელს, მეფეს, ძლიერს, დაუმარცხებელს. თქვენი ე.წ. ღირსება სხვა არაფერია, ვიდრე ტურის ყმუილი...

რა იცის ტურამ, რაა ბრძოლა... მისი საკვები ხომ მძორია... ღირსება ბრძოლაა. სინდისთან, ცხოვრების ჭიდილია, ის მიზანია, როცა უნდა შეგრჩეს პატიოსნება, არაფერი რომ არ გაბადია და არ გაგაჩნია, ის უნდა იყოს ერთადერთი სამოსი, მაშინ ხვდები მხოლოდ, რა განასხვავებს ძლიერ ადამიანს სუსტისგან. თქვენ გინდათ იყოთ წარმატებულები? რაშია წარმატება? ფულში? მანქანაში? სხვის ცრემლებში? სხვის შურით სავსე თვალებში? წარმატება მაშინ ფასობს, როცა არ გიწევს მათხოვრებისთვის ფულის დარიგება, იმიტომ რომ შენს სოფელში არავის შია. ღირსეული წარმატება ისაა, როცა შენ თვალებში ხედავ მადლიერებას და ზურგს უკანაც შენს სახელს მოწიწებით და პატივისცემით მოიხსენიებენ. სხვაა შიში. როცა ღირსებას არ აქვს ადგილი, მას ან ყიდულობენ ან აშინებენ. სხვაა ღირსება. ისაა, რომელიც არ არსებობს და ბრძენი კაცი გვინდა, ძალიან ბრძენი, რომ იცის, ღირსება შეუფასებელია, ისეთი გვინდა, დედმამიანი, ცოლშვილიანი, რომლის ღირსება არც ფულითაა მოპოვებული, არც მძორის ჭამით და არც შიშით. არც გადასახვეწია, არც დამალულა ოდესმე და არც დაცვა ჰყოლია - ხალხის სიყვარული რომ აქვს დაცვად, ისეთი. ფეხით რომ დადის და სხვის თვალებში ჩახედვის არ ეშინია, სხვისი თვალები მას მხოლოდ მადლიერებით უყურებს და გული - ლოცავს. ასეთს თუ ნახავთ, ერთს, მაშინ ბედნიერი ერი ვყოფილვართ. გვყავდნენ... მაგრამ ხან ცილი დასწამეს, ხამ მოწამლეს, ხან თქვენვე მოკალით, თქვენი დაუშრეტელი სიავით და შურით და გაუმაძღრობით და შიშით, მათ ფონზე თქვენი თეთრი ხომ შავობს. ვნახო ერთი მაინც და ვიცოდე, რომ იცის, რა არის ღირსება. ყველამ იცოდეს და ბილწმა ენებმა არაფერი ავნონ. რაღაც ძალიან იდეალური იქნებოდა, ამ გაწბილებულ სულებში, სადაც მარადისობის აღარავის ეშინია და ღმერთს ხელუკუღმა, გუშინდელ ნეხვზე მოსაუზმე ხელს, ხელთათმანით სილას აწნის....

მე დავიჯერებ, რომ არ მოკვდა ღირსება, როცა არ შეგრცხვებათ თქვენი სიღარიბის და სიშიშვლე სულის არარსებობას არ დაფარავს. დავიჯერებ, რომ არ მოკვდა ღირსება, თუკი ტურა მიხვდება, რომ ლეშს ლეში ჭამს. მე არ ვარ იდეალისტი, არც კაცი ვარ, არც ბრძენი. მე ერთი სულ-შიშველი ქალი ვარ, რომელიც ნანობს, რომ ამ ქვეყანაში კაცად არ დაიბადა. ხმა მაინც გაიკმინდეთ, ხელები და პირი კი არა, ცხოვრებაც ნეხვში გაქვთ, მაგრამ ვაი, რომ ვერ ხვდებით და თქვენი თეთრი, როგორ ადრე, შავზე შავია. ღირსება სადაა... ნუ ელოდებით მესიას. არაერთი გაგისტუმრებიათ, ამიტომ მოკვდა ღირსება. არც თქვენი თეთრი მომწონს, არც თქვენი სიკეთის მჯერა. მე დავიჯერებ, როცა მას მშიერს, ფეხშიშველს, დედმამიშვილიანს ვნახავ, თვითონ რომ უბედურია და თქვენთვის და ჩემთვის, ბედნიერებას ეძებს. მაშინ დავიჯერებ, გვერდშიც დავუდგები, დაღლილ ფეხებსაც დავბან და თვალებზეც ვაკოცებ და მეცოდინება, ჩემთვის მაინც, რომ ის ღირსეულია", - წერს შაფათავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს