"სისხლიანი მთვარე" - ანუ მთვარის სრული დაბნელება

"სისხლიანი მთვარე" - ანუ მთვარის სრული დაბნელება

ამერიკისა და აზიის მოსახლეობა ულამაზესი მთვარის დაბნელების - "Blood Moon"-ის მოწმე გახდა. ამერიკის ტერიტორიაზე, ულამაზესი სანახაობა გრინვიჩის დროით 8 საათზე დაიწყო, ხოლო აზიაში - 10-ზე. დაბნელების დროს, რომელიც ამ წელს უკვე მეორედ მოხდა, ჩვენი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე მთლიანად დაფარა დედამიწის ჩრდილმა. მზის სხივების ჩვენს ატმოსფეროში გაფანტვის გამო, მთვარე სტაფილოსფერსა და წითელ ფერებში შეიღება.

შეგახსენებთ, რომ წელს მთვარის დაბნელება 15 აპრილს იხილა დედამიწის მოსახლეობამ, ხოლო მომავალ წელს მოვლენას 4 აპრილს ელოდებიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს