"აიფონის" ახალი მოდელები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა? - ექსპერტის კომენტარი

"აიფონის" ახალი მოდელები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა? - ექსპერტის კომენტარი

ახალი "აიფონ 6" შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. სპეციალისტების თქმით, "აიფონ 6" და "აიფონ 6 პლუსის" მოდელები ელექტრომაგნიტური დასხივების სიდიდის სტანდარტის ზღვარზე იმყოფებიან, რაც თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. 

"აიფონის ახალი მოდელები მსოფლიოში და ამერიკაში დაწესებული სტანდარტების ზღვარზე არიან. მათი დასხივება სამჯერ აღემატება ანალოგ სმარტფონებს", - აცხადებს მობილური ტელეფონების კვლევის ჯგუფის წამყვანი ანალიტიკოსი ელდარ მურთაზინი. სპეციალისტების აზრით, დიდ გამოსხივებასთან მუდმივი კონტაქტი იწვევს რეპროდუქციის პრობლემებს და შესაძლოა, მრავალი დაავადების პროვოცირება მოახდინოს.

ცოტა ხნის წინ ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, რომელ აიფონს თვლის მომხმარებელი ყველაზე წარუმატებელ მოდელად. გამოკითხული 20 127 ადამიანიდან "ეფლის" ყველაზე წარუმატებელ სმარტფონად ახალი "აიფონ 6" ყველაზე მეტმა მომხმარებელმა დაასახელა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს