9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გაანდობთ საკუთარ იდეებს, გეგმებსა და საიდუმლოებებს გარშემო მყოფებს. განსაკუთრებით მანდილოსნებს. შეიძლება ან დაგასწრონ მათი განხორციელება, ან თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ ინფორმაცია.

კურო

დღეს ბედი მოულოდნელ საჩუქარს, სიურპრიზს გპირდებათ. შეიძლება მოულოდნელად ლატარიაში მოიგოთ. მთავარია, კარგ განწყობაზე იყოთ და ნებისმიერ სასიამოვნო მოვლენას, უმნიშვნელოსაც კი, დადებითი განწყობით შეხვდეთ.

ტყუპი

დღეს მაქსიმალურად ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყოთ. არ გამოგეპაროთ დეტალები. თორემ, უფროსის საყვედურს დაიმსახურებთ.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლამ მოგიწიოთ. მაქსიმალურად მობილიზებული და დამაჯერებელი უნდა იყოთ.

ლომი

მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან, დაზღვევასთან ან სოციალურ სფეროებთან.

ქალწული

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ვალის აღებისგან. მომავალში გაგიჭირდებათ მისი დაბრუნება. სამაგიეროდ, კარგი დღეა საინტერესო ინფორმაციის შესაგროვებლად.

სასწორი

დღის გეგმები დილითვე შეადგინეთ. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ, რადგან არ დააგვიანოთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და არ დაგავიწყდეთ ზოგიერთი საქმის შესრულება.

მორიელი

კოლეგებისა და ნათესავების დახმარების გარეშე ოფისსა და სახლში წესრიგის დამყარება გაგიჭირდებათ. მშვიდად და ყურადღებით იმოქმედეთ, რათა ნაგავს მნიშვნელოვანი საბუთები, ძვირფასი ნივთები არ გააყოლოთ.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს