როცა ორსულად ხართ, შეიძლება, სრულიად სხვადასხვაგვარი საკვებისკენ გაგიწიოთ გულმა – ეს ხომ ორსულობის გავრცელებული ნიშანია. თუმცა არის პროდუქტები, რომლებიც არაა სასურველი ორსულებისთვის, მათ გარკვეული რისკებიც აქვთ ბავშვისა და დედის ჯანმრთელობისთვის. ამ პროდუქტების გამო შეიძლება ბევრი პრობლემაც კი გაუჩნდეს ორსულს, რადგან ისინი ინფექციებს იწვევენ.
თქვენ წინაშეა თორმეტი პროდუქტი, რომლებიც რისკის შემცველია მომავალი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის:
1. უმი ან ცუდად მომზადებული ხორცი ან კვერცხი, მათ შორის ე.წ. გლაზოკი და თოხლო კვერცხი.
2. არაპასტერიზებული წვენები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს.
3. არაპასტერიზებული რძე, რადგან მასში შეიძლება იყოს ბაქტერიები: კამპილობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, სალმონელა ან ლისტერია.
4. არაპასტერიზებული რბილი ყველი: ბრი, ფეტა, როკფორი, ჭყინტი ყველი – ისინიც შეიძლება შეიცავდეს ნაწლავის ჩხირს ან ლისტერიას.
გაგრძელება