ვირჯინიაში ეკლესია ”პორნო შაბათის” გამართვას აპირებს

ვირჯინიაში ეკლესია ”პორნო შაბათის” გამართვას აპირებს

ვირჯინიაში ეკლესიამ გამოაცხადა შეკრება, რომელსაც ”შაბათის პორნო” დაარქვა - ქადაგება, რომელსაც ყოფილი პორნო ვარსკვლავი წარუძღვება. ამ ამბავმა დიდი გაუგებრობა და აღშფოთება გამოიწვია ეკლესიის მრევლში.

”შაბათის პორნო” იქნება ქადაგება პორნოგრაფიის წინააღმდეგ, სადაც ყოფილი პორნო ფილმების მსახიობი შელი ლუბენი მოყვება პორნოინდუსტრიის საშინელი მხარეების შესახებ.

”პორნოგრაფიასთან სასიკვდილო ჭიდილი გამოვიარე ცხოვრებაში. ჩემი ქორწინების დასაწყისში ამან თითქმის ყველაფერი დამაკარგვინა, მაგრამ ღმერთის მოწყალების და ძლიერების დახმარებით, ჩემი დამოკიდებულება, რომელიც ტყუილით იკვებებოდა, დავამარცხე”, - წერს თავის ბლოგში პასტორი ჯოელ ბრაუნი.

როგორც ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, ქადაგება ადგილობრივ კოლეჯში ჩატარდება და ბავშვებისთვის დასწრება ნებადართული და აუცილებელია.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს