"გინდა თუ არა მოშარდეო" - 8 საათიანი ტყვეობა ნარკოლოგიურში

"გინდა თუ არა მოშარდეო" - 8 საათიანი ტყვეობა ნარკოლოგიურში

2014 წლის 8 ოქტომბერს, გორის შს სამმართველოს შენობაში მდებარე ნარკოლოგიურ ცენტრში 14.00 საათზე მიყვანილი მოქალაქე პატრულის თანამშრომლებს შუაღამემდე ჰყავდათ. საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე, ადვოკატთან ერთად, შემოწმების მიზნით მიყვანილი მოქალაქე ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს კვლავ უშედეგოდ ელოდა.

მოქალაქე შემოწმების მიზნით ნარკოლოგიურ ცენტრში რამდენჯერმე უკვე მიიყვანეს. როგორც ადვოკატი ზაზა გიგაური ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეტადონის პროგრამაშია ჩართული და ამის შესახებ პოლიციელები არიან ინფორმირებული.

"მეც ტყვეობაში ვარ ამ დრომდე. კანონის მიხედვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მაშინვე, დაკავების ადგილას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ. ნაცვლად ამისა, ვიმყოფებით აქ, თითქმის 8 საათის განმავლობაში. ეუბნებიან, გინდა თუ არა მოშარდეო, არადა, არ ეშარდება ამ კაცს", - აცხადებს ადვოკატი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა