სვანი გოგონა National Geographic-ის ობიექტივში: ემოციური შეხვედრა 14 წლის შემდეგ

სვანი გოგონა National Geographic-ის ობიექტივში: ემოციური შეხვედრა 14 წლის შემდეგ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი National Geographic სოციალურ ქსელ instagram-ზე სვანეთში გადაღებული გოგონას ფოტოებს აქვეყნებს. ჟურნალის ფოტოგრაფმა, აარონ ჰიუიმ, 1999 წელს, სვანეთში მცხოვრებ პატარა გოგონას, თათას ფოტო გადაუღო. ფოტოგრაფმა სვანეთში 2013 წელს კიდევ ერთხელ იმოგზაურა და გოგონა კვლავ იპოვა. ფოტოების გამოქვეყნებას National Geographic-ის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე საათში თათას ფოტომ 129 ათასზე მეტი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

მსგავსი ფოტოები National Geographic-მა ადრეც გამოაქვეყნა. 1985 წელს ჟურნალისტის ფოტოგრაფმა პაკისტანში, დევნილთა ბანაკში ავღანელ გოგონას ფოტო გადაუღო, გოგონას თვალებმა და სილამაზემ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს