"ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia" - დოდონა კიზირია

"ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia" - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე, პროფესორი დოდონა კიზირია ხელისუფლების წარმომადგენლებს აფასებს, რომლებიც მისი აზრით, რუსეთთან "ურთიერთობის დალაგებაში" წამყვან როლს ასრულებენ.

"მეგობრებო, მოდით გადავხედოთ იმ რამდენიმე პიროვნებას, რომლებიც დღეს რუსეთთან "ურთიერთობის დალაგებაში" წამყვან როლს ასრულებენ.

1. ზურაბ აბაშიძე - პარლამენტის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი რუსეთში, კაგებესთან დაკავშირებული და შესაძლოა პირდაპირი აგენტი, ისევე, როგორც მისი მამა, ირაკლი აბაშიძე.

2. თედო ჯაფარიძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, შევარდნაძის დროს საქართველოს ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობეის მქონე პირი იმავე პერიოდში, კაგებეს ნომრიანი აგენტი, კაგებეს პოლკოვნიკი.

3. პაატა ზაქარეიშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი (რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!), შევარდნაძის სამთავრობო ჯგუფის წევრი, საეკლესიო ხელმძღვანელობასთან ახლო კავშირში მყოფი, რუსეთის მიერ ნაყიდი და კაგებეს აგენტი.

4. ირაკლი ალასანია - საქართველოს უშიშროების მინისტრი შთამომავლობით კაგებესთან დაკავშირებული პიროვნება; ბაბუა და მამა კაგებეს გენრლები. ეს უკანასკნელი აფხაზეთში დაიღუპა, მაგრამ მისი (ისევე როგორც შარტავას) დახვრეტა შევარდნაძის მიერ იყო მოწყობილი, რადგან კაგებეს აგენტმა კარგად იცოდა მისი ხრიკების ამბავი. ლევან ღოღობერიძე, ლანა ღოღობერიძის მამაც დააპატიმრეს და დახვრიტეს 37 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ იყო პირსისხლიანი ბოლშევიკი, რომელიც სტალინს უპატაკებდა, საქართველოში თავადაზნაურობის რიცხვი 2 პროცენტამდე დავიყვანეთ და მალე ნოლამდე დავიყვანთო. აქ ის შემთხვევაა, როცა ერთი მონსტრი მეორე, მასზე უფრო პატარა მონსტრს ჩასანსლავს.

5. ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრი, სრულიად უვიცი და გაუნათლებელი პიროვნება, რომლის საჯარო განცხადებები დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში გამოიწვევდა მისი დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნას და რომელიც ყურმოჭრილი მონაა ბიძინა ივანაშვილის.

6. ბიძინა ივანაშვილი - წოდებით "მოქალაქე," ქვეყნის ფაქტიური გამგებელი, პუტინის ბიზნესპარტნიორი და მის მიერ ფინანსირებული საქართველოში სამოქალაქო ომის დასაწყებად. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ამ გეგმას განხორციელების საშუალება არ მისცა იმით, რომ სცნეს მეოცნებეთა პარტიის გამარჯვება და მშვიდობიანად დასთმეს ძალაუფლება. ამ ფაქტს (ისევე როგორც მრავალ სხვას) მეოცნებეები საკუთარ სიბრძნეს მიაწერენ, მაგრამ მცოდნემ იცის რა და როგორ იყო.

ამ სიტუაციაში საქართველოში გაიხსნება ნატოს სამხედრო სკოლა, სადაც, როგორც დღეს მედიაში იქნა გაჟღერებული, სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები გაივლიან წვრთნას. მივესალმები ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში თუნდაც ამ სახით. მაგრამ ნატოში ღარიბაშვილები არ მუშაობენ და მათ იციან Who is Who in Georgia, ანუ ვინ რა შვილია დღევანდელ მთავრობაში. ამიტომაც არასოდეს არ ენდობიან მათ, ვინაიდან ნატოს ყოველი გეგმა, თუ იგი ცნობილი გახდა ზემო აღნიშნული პირებისა ან ივანაშვილის მიერ "ამოკენკილი" სხვა მსგავსი "სანდო" პერსონალისთვის, ყველაფერი კრემლში იქნება გადაგზავნილი.

მიუხედავად ამ სავალალო სიტუაციისა, აღნიშნული ნაბიჯი ნატოს მხრიდან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება იმის გმოსამჟღავნებლად, თუ რა მიმართულებას მიიღებს დღევანდელი მთავრობის ყოვლად წამგებინი ნაბიჯები "დაალაგოს ურთიერთობა" რუსეთთან. ვნახოთ, ვნახოთ!", - წერს დოდონა კიზირია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს