ქალაქ მცხეთის საკრებულოში თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა

ქალაქ მცხეთის საკრებულოში თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურებამ 100 ლარით მოიმატა და 2750 ლარი გახდა. მისი მოადგილის ხელფასი 450 ლარით გაიზარდა და ამიერიდან 1700 ლარის ნაცვლად, 2150 ლარი იქნება.

მცხეთაში, საკრებულოს ფრაქციის და კომისიის ხელმძღვანელებს 1350 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი ექნებათ. აპარატის უფროსის ხელფასი კი 1000-დან 1490 ლარამდე გაიზარდა.

საკრებულოს მთავარი სპეციალისტის ხელფასი 20 ლარით გაიზარდა და 580 ლარი შეადგინა. 30 ლარით გაიზარდა და 570 ლარით განისაზღვრა წამყვან სპეციალისტთა სახელფასო სარგო.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა