ბრიტანელმა მეცნიერებმა არამიწიერი სიცოცხლის არსებობა დაამტკიცეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა არამიწიერი სიცოცხლის არსებობა დაამტკიცეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დედამიწის სტრატოსფეროში, 27 კილომეტრის სიმაღლეზე, აღმოაჩინეს ორგანიზმი, რომელიც ნახშირბადისა და წყალბადის მოლეკულებისგან შედგება. შეფილდის და ბუკინგჰემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორგანიზმის სურათები წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, არის მტკიცებულება, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა, სხვაგანაც არსებობს. როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, მათ მიერ გაკეთებულმა აღმოჩენამ შესაძლოა, ახსნას კაცობრიობის წარმოშობის თეორია და დაამტკიცოს, რომ სინამდვილეში ყველა ცოცხალი ორგანიზმი კოსმოსიდან შეიქმნა.

პროფესორმა მილტონ უეინრაიტმა და მისმა გუნდმა აღმოჩენა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მეტეორიტის წვიმის შემდეგ, სტრატოსფეროში ბუშტი გაუშვეს. მეცნიერთათვის ჯერ კიდევ უცნობი ორგანიზმის წონა 10 მიკრონს უდრის. მის ნაწილაკს, რომელიც მხოლოდ ნახშირბადისა და წყალბადისაგან შედგება, უკვე უწოდეს "დრაკონის ნაწილაკი". მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლოა, საქმე არაამქვეყნიურ ცივილიზაციასთან ჰქონდეთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს